Accessibility links

ე.წ. ჩეჩნური დაჯგუფება თავს დაესხა რუსეთ-თურქეთის პატრულს სირიაში


რუსეთ-თურქეთის ერთობლივ სამხედრო პატრულზე სირიაში თავდასხმა განხორციელდა ექსტრემისტული დაჯგუფება „კატაიბ ხატაბ ალ-შიშანის“ მხრიდან, რომელიც მეტწილად ჩრდილოეთ კავკასიის ჩეჩნეთის რეგიონის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული.

რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური საიტი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პატრული ჯავშანტრანსპორტიორი ფუგასურ ნაღმზე აფეთქდა იდლიბის პროვინციაში, ტარნაბას დასახლებულ პუნქტთან. ჯავშანტრანსპორტიორი მწყობრიდან გამოვიდა და მის საევაკუაციოდ სპეციალური ტექნიკა იქნა გამოძახებული.

დაღუპლთა და დაჭრილთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

რუსული და სირიული წყაროები თავდასხმას მიაწერენ „ჩეჩენ მეამბოხეებს“. სავარაუდოდ, ლაპარაკია „კატაიბ ხატაბ ალ-შიშანის“ დაჯგუფებაზე, რომლის სახელიც ჩეჩნეთში მებრძოლ და 2020 წელს იქ დაღუპულ ცნობილ საველე მეთაურს, ამირა ხატაბს, უკავშირდება.

სირიის იდლიბის პროვინციაში მოქმედ თურქეთ-რუსეთის ერთობლივ პატრულზე აგვისტოს თვეში რამდენიმე თავდასხმა მოხდა.

18 აგვისტოს სირიაში გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე ავტოკოლონის აფეთქების შედეგად დაიღუპა სამხედრო მრჩეველი, რუსი გენერალი ვიაჩესლავ გლადკიხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG