რატომ არჩია ბელარუსის პრეზიდენტმა ორი ავადსახსენებელი ტერორისტის საყვარელი, ძველი იარაღი, როცა მის ხელთ თანამედროვე შეიარაღების მთელი არსენალია?
Photo: RFE/RL Graphics
როცა 23 აგვისტოს ბელარუსის შეჭირვებული პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა თავისი ვერტმფრენიდან გადმოვიდა საბრძოლო შაშხანით ხელში, ამ სცენაზე ზოგს შეიძლება დეჟა ვუს განცდა ჰქონდა. ეს იმავე მოდელის შაშხანა იყო, რომლით ხელშიც ხშირად გვინახავს ფოტოსურათებზე „ალ-ყაიდის“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი. ეს იყო ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის საყვარელი იარაღი.
AKS-74U-ს გამოარჩევს ლულაზე კონუსის ფორმის დაბოლოება, რომლის ერთ-ერთი მიზანია სროლისას ნათების შემცირება, ვინაიდან ასეთი მოკლელულიანი შაშხანა ღამით ხმარებისას მსროლელს აბრმავებს.
იარაღი, რომელიც უჭირავს ლუკაშენკას, არის საბჭოთა წარმოების AKS-74U, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელებული საბრძოლო ავტომატის, AK-74-ის უფრო მსუბუქი და მოკლე ვარიანტია. სპეციალიზებული AKS-74U 1979 წელს შეიქმნა და ის მოკლე ლულის გამო სიმძლავრით და სიზუსტით ჩამოუვარდება AK-74-ს.
ოსამა ბინ ლადენი (მარცხნივ) თავის მრჩეველთან, აიმან ალ-ზავაჰრისთან ერთად 2001 წლის ინტერვიუს დროს. „ალ-ყაიდის“ ლიდერი რამდენიმე ფოტოზე ჩანს AKS-74U-თი.
AKS-74U-ს დასახელებაში "S" რუსულად აღნიშნავს „სკლადნოის“ (დასაკეცი), ხოლო "U" – „უკოროჩენნის“ (დამოკლებული), რაც მისი დიზაინის მთავარ თავისებურებებზე მიანიშნებს. AKS-74U დაახლოებით ორჯერ უფრო მოკლეა, ვიდრე AK-74 და ის შეიქმნა, როგორც პირადი თავდაცვის იარაღი, განსაკუთრებით - ჯავშანმანქანების ეკიპაჟისთვის, რომელსაც ესაჭიროება პისტოლეტზე უფრო მძლავრი, მაგრამ ამავე დროს საკმარისად მოკლე იარაღი, რომლის მანევრირება იოლად შეიძლება ტანკში ან ჯავშანტრანსპორტიორში.
ბაღდადი AKS-74U-ით. იტყობინებიან, რომ ისლამისტი ლიდერის სიკვდილის შემდეგ მის სამალავში ეს ავტომატი იპოვეს შიგ ექვსი ვაზნით.
როგორც ფიქრობენ, ბინ ლადენს AKS-74U ამ იარაღის სიმბოლური მნიშვნელობის გამო უფრო მოსწონდა. 1979-89 წლებში საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთის ოკუპაციის დროს ჯიჰადისტ მეამბოხეებს არ ჰქონდათ ამ სუპერთანამედროვე იარაღის ყიდვის შესაძლებლობა. ამიტომ მისი ფლობა ერთგვარ „სკალპად“ მიიჩნეოდა და საბჭოთა ჯარისკაცზე გამარჯვებას მიანიშნებდა. ტერორისტთა ლიდერებისთვის, რომლებსაც მალვა უწევდათ, მაგალითად, ბინ ლადენის ან ბაღდადისთვის, ამ იარაღს აშკარად ჰქონდა პრაქტიკული უპირატესობა უფრო გრძელ ვარიანტებთან შედარებით, ვინაიდან მისი დამალვა იოლი იყო.
ლუკაშენკას AKS-74U უჭირავს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმთან შეხვედრისას. მინსკი, 2020 წ. 23 აგვისტო.
მაგრამ აქ, გაშლილ სივრცეში, რატომ შეარჩია ლუკაშენკამ სწორედ ეს, ათწლეულების წინანდელი იარაღი, რომელიც არც სიზუსტით გამოირჩევა და არც სიმძლავრით, მაშინ, როცა მის ხელთ არის თანამედროვე შეიარაღების მთელი არსენალი? პასუხი ალბათ ლუკაშენკას სამხედრო წარსულში უნდა ვეძებოთ. 1980-იანი წლების დასაწყისში ლუკაშენკა საბჭოთა მოტორიზებულ ქვეითთა ასეულის მეთაურის მოადგილ იყო და სავარაუდოდ AKS-74U-ს იყენებდა. შესაძლებელია, რომ ბელარუსის პრეზიდენტის საყვარელი იარაღი საბჭოთა პერიოდიდან გამოყოლილი რელიკვიაა.
ძლიერნი ამა სოფლისანი იარაღით ხელში
1/11ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა კალაშნიკოვის ავტომატური შაშხანითაა შეიარაღებული და ჯავშანჟილეტი აცვია 23 აგვისტოს მინსკში, მაშინ, როცა მის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ბრალდებით.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მსოფლიო გააოცა, როცა 23 აგვისტოს ავტომატური შაშხანით შეიარაღებული გამოჩნდა ვიდეოზე, მაშინ, როცა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილ სურათებზე აღბეჭდილია ზოგიერთი ავტორიტარი ლიდერი იარაღით ხელში.
2/11ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ტელესკოპიანი შაშხანით მუსლიმთა წმიდა თვის, რამადანის დასრულებასთან დაკავშირებული ლოცვის დროს. თეირანი, 2019 წ. ივნისი.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მსოფლიო გააოცა, როცა 23 აგვისტოს ავტომატური შაშხანით შეიარაღებული გამოჩნდა ვიდეოზე, მაშინ, როცა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილ სურათებზე აღბეჭდილია ზოგიერთი ავტორიტარი ლიდერი იარაღით ხელში.
3/11ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი ცალი ხელით შაშხანას ისვრის, მეორეში კი სიგარა უჭირავს სამხედრო აღლუმის დროს 2000 წელს.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მსოფლიო გააოცა, როცა 23 აგვისტოს ავტომატური შაშხანით შეიარაღებული გამოჩნდა ვიდეოზე, მაშინ, როცა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილ სურათებზე აღბეჭდილია ზოგიერთი ავტორიტარი ლიდერი იარაღით ხელში.
4/11რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სნაიპერის შაშხანას ისვრის მიზანში კალაშნიკოვის სასროლეთში. მოსკოვი, 2019 წ. სექტემბერი.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მსოფლიო გააოცა, როცა 23 აგვისტოს ავტომატური შაშხანით შეიარაღებული გამოჩნდა ვიდეოზე, მაშინ, როცა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილ სურათებზე აღბეჭდილია ზოგიერთი ავტორიტარი ლიდერი იარაღით ხელში.
5/11ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი პისტოლეტს ისვრის სასროლეთში.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მსოფლიო გააოცა, როცა 23 აგვისტოს ავტომატური შაშხანით შეიარაღებული გამოჩნდა ვიდეოზე, მაშინ, როცა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილ სურათებზე აღბეჭდილია ზოგიერთი ავტორიტარი ლიდერი იარაღით ხელში.
6/11პაკისტანის ლიდერი, გენერალი ფერვეზ მუშარაფი ავტომატს ისვრის სამხედრო ოფიცრების თანდასწრებით. 2004 წ. ივლისი.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მსოფლიო გააოცა, როცა 23 აგვისტოს ავტომატური შაშხანით შეიარაღებული გამოჩნდა ვიდეოზე, მაშინ, როცა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილ სურათებზე აღბეჭდილია ზოგიერთი ავტორიტარი ლიდერი იარაღით ხელში.
7/11ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი იარაღით ხელში 2012 წელს, კომუნისტური დიქტატურის სათავეში მოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მსოფლიო გააოცა, როცა 23 აგვისტოს ავტომატური შაშხანით შეიარაღებული გამოჩნდა ვიდეოზე, მაშინ, როცა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილ სურათებზე აღბეჭდილია ზოგიერთი ავტორიტარი ლიდერი იარაღით ხელში.
8/11აზერბაიჯანის დიდი ხნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თოფს ისვრის მიზანში. 2012 წ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მსოფლიო გააოცა, როცა 23 აგვისტოს ავტომატური შაშხანით შეიარაღებული გამოჩნდა ვიდეოზე, მაშინ, როცა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილ სურათებზე აღბეჭდილია ზოგიერთი ავტორიტარი ლიდერი იარაღით ხელში.
9/11თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი საბრძოლო შაშხანით ხელში. ფოტო მომდინარეობს 2017 წელს გამოქვეყნებული უცნაური ვიდეოდან, რომელშიც ბერდიმუხამედოვი თითქოს თავის საბრძოლო უნარებს წარმოაჩენს.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მსოფლიო გააოცა, როცა 23 აგვისტოს ავტომატური შაშხანით შეიარაღებული გამოჩნდა ვიდეოზე, მაშინ, როცა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილ სურათებზე აღბეჭდილია ზოგიერთი ავტორიტარი ლიდერი იარაღით ხელში.
10/11ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი შაშხანით, რომელიც ტომთა ლიდერებმა აჩუქეს 2009 წელს.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მსოფლიო გააოცა, როცა 23 აგვისტოს ავტომატური შაშხანით შეიარაღებული გამოჩნდა ვიდეოზე, მაშინ, როცა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილ სურათებზე აღბეჭდილია ზოგიერთი ავტორიტარი ლიდერი იარაღით ხელში.
11/11რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი (მარცხნივ) და მისი ბელორუსი კოლეგა ლუკაშენკა ამ უკანასკნელის 5 წლის ვაჟთან, მიკალაისთან ერთად, რომელსაც მედვედევის ნაჩუქარი ოქროს პისტოლეტი უჭირავს ხელში. 2009 წ.