Accessibility links

11 წლის ბავშვის მამას ოჯახში ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით წარუდგინეს ბრალი


სახლი თერჯოლის რაიონში, სადაც გარდაცვლილი 11 წლის ბიჭი ცხოვრობდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის საქმეზე ბავშვის მამას ბრალი წარუდგინა ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით.

გამოძიების მტკიცებით, უკვე დადგენილია, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი კაცი სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა თავის 11 წლის შვილს. პროკურატურის თანახმად, მამის ქმედებების შედეგად, ბავშვი იმყოფებოდა მუდმივი სტრესისა და შიშის ქვეშ.

2020 წლის 23 აგვისტოს, სახლის ეზოში, 11 წლის ბიჭი თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. სამართალდამცველებმა მამა იმავე დღეს დააკავეს.

ისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე. პროკურატურა ბერალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

წაიკთხეთ მეტი: თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - ვინ რა იცოდა 11 წლის ბავშვის შესახებ?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG