Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბავშვო ბაღები 1 ოქტომბრიდან გაიხსნება


1 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები ბავშვების მიღებას შეძლებს, ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცახდა.

მისი განმარტებით 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, 1 ოქტომბრიდან გახსნება საბავშვო ბაღები.

„მივიღეთ გადაწყვეტილება ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, როგორც თქვენთვის ცნობილია, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, შესაბამისად, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, 1 ოქტომბრიდან გახსნება საბავშვო ბაღები",- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მისი სიტყვებით ინტენსიურად მიმდინარაოებს მუშაობა უმაღლეს სასწავლებლებთან და სწავლის განახლების თაობაზე გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG