Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უისკონსინის ქალაქ კენოშაში გრძელდება გამოსვლები, არის მსხვერპლი


აშშ-ში მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა უისკონსინის ქალაქ კენოშას ქუჩებში სროლისას, სადაც მესამე ღამეა, საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.

არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც 23 აგვისტოს პოლიციელებმა გაურკვეველ ვითარებაში დაჭრეს აფრიკელ-ამერიკელი ჯეიკობ ბლეიკი.

საპროტესტო გამოსვლების დროს ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანებს და შენობებს, ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ პოლიციელებს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და სხვა საგანგებო საშუალებები გამოიყენა. როგორც იტყობინებიან, სამშაბათს სროლა მოხდა სამოქალაქო პირებს შორის. BBC-ის ცნობით, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები და ბენზინგასამართი სადგურის შეიარაღებული დაცვა.

ძალადობა გრძელდება, მიუხედავად კენოშაში შემოღებული საგანგებო ვითარებისა. გუბერნატორმა ტონი ევერსმა გამოაცხადა, რომ ქალაქში წესრიგის აღსადგენად ეროვნული გვარდიისთვის აპირებს დახმარების თხოვნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG