Accessibility links

თეატრში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, ღონისძიება ანტრაქტის გარეშე უნდა ჩატარდეს


ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, თეატრში მაყურებელი მაქსიმუმ 3 საათის განმავლობაში შეძლებს ყოფნას პირბადით. დარბაზში მაყურებელი თითო სკამის გამოტოვებით განთავსდება.

„ზოგადი მოთხოვნები, რაც შეეხება სკრინინგის და სადეზინფექციო სამუშაობის განხორციელებას, რჩება უცვლელი. 5 კვ.მ-ზე იქნება ერთი ადამიანის დაშვება, ასევე, თეატრში, ზედა ზღვარი, თუ რა ოდენობით უნდა განისაზღვროს, ეს არის 3 საათი, ეს მოიცავს როგორც მომხმარებლის შესვლის, ასევე შენობის დატოვების პროცესს და ღონისძიებები უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე. შესაბამისი პროცედურებია ასევე განსაზღვრული სადენზინფექციო სამუშაოების მიმართ. დაშვება მოხდება პირბადით და თითო სკამის გამოტოვებით მოხდება ადამიანების განთავსება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დღეს გახდა ცნობილი, რომ კინოთეატრები ფუნქციონირებას 15 სექტემბრიდან, ხოლო თეატრები - 1-ლი ოქტომბრიდან განაახლებენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო კინოთეატრებსა და თეატრებში წარმოდგენები მარტის დასაწყისიდან აღარ იმართებოდა.

ასევე ნახეთ: როგორ დავახრჩოთ დეზდემონა დისტანციის დაცვით - ახალი წესები თეატრებისთვის

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG