Accessibility links

დღეს სრულდება რატკო მლადიჩის საჩივრის განხილვა ჰააგის სასამართლოში


ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო მეთაური, რატკო მლადიჩი, ჰააგაში გაეროს ტრიბუნალის წინაშე უნდა გამოსულიყო სასამართლოზე, რომელიც მისთვის მისჯილი სამუდამო პატიმრობის თაობაზე საჩივარს განიხილავს.

რეგლამენტის თანახმად, მლადიჩს ორდღიანი სასამართლოს ბოლოს შეუძლია გამოვიდეს ათწუთიანი სიტყვით.

25 აგვისტოს მლადიჩის ადვოკატმა დრაგან ივეტიჩმა სასამართლოს მოახსენა, რომ მლადიჩის ფსიქიკური მდგომარეობა მას არ აძლევს მოსმენაში მონაწილეობის საშუალებას.

მლადიჩს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი სრებრენიცის მასობრივ ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებით და 1990-იანი წლების სხვა სამხედრო დანაშაულებების გამო.

ორდღიანი მოსმენა რამდენჯერმე გადაიდო 78 წლის გენერლის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შემდგომში - კორონავირუსის პანდემიის გამო.

მლადიჩს, რომელიც „ბოსნიის ყასბის“ მეტსახელითაა ცნობილი, 2017 წელს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისა და გენოციდისთვის ბოსნიის სამოქალაქო ომის პერიოდში 1990-იან წლებში.

ბრალდებებს შორისაა ბოსნიელ სერბთა შეიარაღებული ძალების მიერ ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში 8000-მდე მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG