Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ჭიკაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ბრძოლა ჩაეშალა


გიგა ჭიკაძე. 2020
გიგა ჭიკაძე. 2020

გიგა ჭიკაძისა და ამერიკელი ალექს კასერესის ბრძოლა ჩაიშალა. UFC-ის (წესების გარეშე ბრძოლის) ოქტაგონზე 29 აგვისტოს ლას-ვეგასში გასამართი შეხვედრა ქართველი მებრძოლის კორონავირუსით დაინფიცირების გამო გაუქმდა.

„ძალიან მწყდება გული, რომ ბრძოლა, რომელსაც დიდი ხანი ველოდებოდი, არ შედგება. მაგრამ მჯერა, ღმერთს სხვა, უკეთესი გეგმები აქვს ჩემთვის“, - უთხრა ჭიკაძემ „adjarasport”-ს. მისივე განცხადებით, ლას-ვეგასიდან უკვე დაბრუნდა კალიფორნიაში, იზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

გიგა ჭიკაძე UFC-ში 2019 წლიდან გამოდის. სამი ბრძოლა ჩაატარა და სამივე მოიგო. მისი და კასერესის დაპირისპირება, წინასწარი გეგმით, 9 აგვისტოს უნდა გამართულიყო, მაგრამ კასერესის ტრავმის გამო ოცი დღით გადაიდო.

XS
SM
MD
LG