Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინაშვილისთვის პროვოკაციულია კითხვა, ჩაიდინა თუ არა მედვედევმა და პუტინმა ქართველების წინაშე დანაშაული


"პატრიოტთა ალიანსის" დამფუძნებელი და ლიდერი ირმა ინაშვილი პროვოკაციულს უწოდებს იმ კითხვას, რომელიც აგვისტოს ომის დროს რუსეთის მმართველების ვლადიმერ პუტინისა და დმიტრი მედვედევის დანაშაულს ეხება. მას კითხვა "TV პირველის" ეთერში გადაცემის წამყვანმა დაუსვა.

"თქვენ თუ ახლა აპირებთ გადამიყვანოთ პროვოკაციულ შეკითხვებზე და ამაზე დრო დამახარჯინოთ... ძალიან რთული პროცესები გაიარა ჩვენმა ქვეყანამ. დანაშაული, თქვენ ახლა რაზეც მეკითხებით, დანაშაული აქვთ იმ ხალხს, ვინც ეს ქვეყანა ვერ დაიცვა და ჩვენი ქვეყნის მიწების 22 პროცენტი ჩააბარა მოწინააღმდეგეს... მე ჩემმა რა გააკეთა ის მაინტერესებს, მე იმაზე რატო მთხოვთ პასუხს..." - აღნიშნა ინაშვილმა.

წელს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. საოკუპაციო ძალები ახლაც თითქმის ყოველდღიურად აგრძელებენ საოკუპაციო ზოლის გავლებას. 2008 წელს ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 170 სამხედრო. ომში დაიჭრა ან დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო.

XS
SM
MD
LG