Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიციამ მინსკის ცენტრში საპროტესტო აქცია დაშალა


მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე, მილიციამ საპროტესტო აქცია დაშალა. თვითმხილველები იტყობინებიან ხალხის დაკავების შესახებ. „ომონის“ თანამშრომლებმა 40 წუთით მოიმწყვდიეს ასამდე ადამიანი კათოლიკურ ეკლესიაში და გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ მას.

სოცქსელების მომხმარებლების თქმით, დროდადრო ითიშებოდა ინტერნეტი. მათი თქმით, ეს მოხდა უშუალოდ „ომონის“ წევრების მოედანზე გამოჩენამდე. ინტერნეტის სიმძლავრის შემცირების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა პროვაიდერმაც. კომპანიაში განაცხადეს, რომ ეს ხელისუფლების განკარგულებით გაკეთდა.

ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა ხმების დიდი უმრავლესობით. ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მრავალრიცხოვანი გაყალბების დამადასტურებელ საბუთებს აქვეყნებს.

არჩევნების დღის შემდეგ ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით. ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა დემონსტრანტთა წინააღმდეგ. ათასობით ადამიანი დააკავეს, ასობით მათგანი ნაცემი და ნაწამებია „ომონისა“ და მილიციის სხვა ქვედანაყოფების მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG