Accessibility links

ინციდენტის გამო, NBA-ის კალათბურთელებმა თამაშზე უარი თქვეს


ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) წუხელ გასამართი პლეი ოფის შეხვედრები ჩაიშალა. „მილუოკი“ – „ორლანდოს“, „ჰიუსტონი“ – „ოკლაჰომასა“ და „ლეიკერსი“ – „პორტლენდის“ მატჩების გაურკვეველი ვადით გადადების მიზეზი გახდა ამ კლუბების წარმომადგენელთა სოლიდარობა აფრიკელ-ამერიკელი ჯეიკობ ბლეიკის მიმართ, რომელიც 23 აგვისტოს პოლიციელებმა გაურკვეველ ვითარებაში დაჭრეს უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში.

უისკინსონის ინციდენტის ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ დაწყებული სახალხო პროტესტი კენოშას ქუჩებში, უკვე სამი დღეა, გრძელდება. არეულობას მსხვერპლიც მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG