Accessibility links

კორონავირუსის 11-ივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია


საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 1 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერს უკავშირდება, 6-ს კონტაქტი ჰქონდა ადრე ინფიცირებულ პირებთან და 4 შემთხვევა შემოტანილია. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. 11-დან ერთი ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 27 აგვისტოს დილის მდგომარეობით, საქართველოს კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 230 პაციენტს. მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 17-ის მძიმე, დანარჩენების კი - საშუალო და მსუბუქი.

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1447-მდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 1190. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 82%-ია.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

26 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 274 შემთხვევა, მათგან 4 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG