Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა შავ სიაში შეიტანა ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღზე მუშაობაში ეჭვმიტანილი სამი რუსული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი


აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროსთან არსებულმა სამრეწველო უსაფრთხოების ბიურომ შავ სიაში შეიტანა რუსეთის სამი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროგრამებზე მუშაობაში.

სიაშია შეტანილია რუსეთის თავდაცვის სამინიტროს 33-ე ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი საცდელი ინსტიტუტი, რომელიც სარატოვის ოლქში, შიხანში მდებარეობს; თავდაცვის სამინისტროს 48-ე ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სერგიევ პოსადში და მისი ორი ფილიალი ეკატერინბურგსა და კიროვში; ასევე „ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ხელისუფლებას აქვს საფუძველი მიიჩნიოს, რომ 48-ე ინსტიტუტი დაკავშირებულია ბიოლოგიურ იარაღზე, ორი დანარჩენი ორგანიზაცია კი - ქიმიური იარაღზე მუშაობასთან.

აშშ-ის მიერ შავ სიაში შეტანა ნიშნავს, რომ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო არ გასცემს უფლებას აშშ-ში წარმოებული ორმაგი მოხმარების საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდებაზე.

აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა უსაფუძვლო უწოდა რუსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიმართ გამოთქმულს ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG