Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ზელანდიის სასამართლომ 2019 წელს მეჩეთზე თავდამსხმელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა


ბრეტონ ტარანტი
ბრეტონ ტარანტი

ახალი ზელანდიის სასამართლომ ავსტრალიელ ბრენტონ ტარანტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ვადაზე ადრე გამოშვების უფლების გარეშე. ის ბრალდებულია 2019 წელს ქალაქ კრაისტჩერჩში მეჩეთზე თავდასხმაში, რომლის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა.

ეს ყველაზე მკაცრი განაჩენია ახალი ზელანდიის ისტორიაში და პირველი, რომელიც არ იძლევა ვადამდელი გათავისუფლების საშუალებას. როგორც Associated Press-ი იტყობინება, მოსამართლემ ტარანტის საქციელს არაადამიანური უწოდა და, მისი აზრით, სამუდამო პატიმრობას არ შეუძლია მისი გამოსყიდვა.

2019 წლის 15 მარტს ავსტრალიელმა ბრენტონ ტარანტმა ცეცხლი გაუხსნა ქალაქ კრაისტჩერჩის მეჩეთის მრევლს, რის შემდეგაც გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და მეორე მეჩეთს დაესხა თავს. ტარანტი თავდასხმის პირდაპირ ტრანსლაციას ახდენდა ფეისბუკზე. იტყობინებოდნენ, რომ ის ულტრამემარჯვენე შეხედულებებს იზიარებდა. ტარანტმა თავი დამნაშავედ ცნო მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში, ასევე ტერაქტის ჩადენაში.

ახალ ზელანდიაში გაისმის მოთხოვნები, ტარანტი პატიმრობის მოსახდელად ავსტრალიაში გაიგზავნოს, ვინაიდან ახალი ზელანდიის ციხეში მისი პატიმრობა მილიონ ამერიკულ დოლარამდე ჯდება, როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება. ავსტრალიის ხელისუფლებას არ სურს ტარანტის ქვეყანაში დაბრუნება.

XS
SM
MD
LG