Accessibility links

თბილისში 27 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს


თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა სამი ადამიანი დააკავეს, საიდანაც ერთს განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ორს კი - დანაშაულის შეუტყობინებლობა და ცრუ ჩვენების მიცემა.

გამოძიების ინფორმაციით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა, ამავე ქუჩაზე მცხოვრებ კაცს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, 27 წლის კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცრუ ჩვენების მიცემისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG