Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსეზონი საქართველოს კლუბებიდან გამარჯვებით მხოლოდ „ლოკომოტივმა“ გახსნა


უეფას ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისის“ წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ევროპა ლიგაზე მოთამაშე სამი ქართული კლუბიც ჩაება საქმეში და მათგან წარმატებას მხოლოდ ერთმა მიაღწია. თბილისის „ლოკომოტივმა“ რუმინეთის „უნივერსიტატიასთან“ საშინაო შეხვედრა 2:1 მოიგო და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. თბილისის „საბურთალო“ და ბათუმის „დინამო“ კი სტუმრად განცდილი მარცხებით გამოეთიშნენ შეჯიბრებას. „საბურთალომ“ კვიპროსში, „აპოლონს“ ერთი გოლი გაუტანა, მაგრამ თავად ხუთი გაუშვა. ბათუმელებმა კი ისრაელში, „ჰაპოელთან“ 0:3 წააგეს.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, „ლოკომოტივის“ გარდა, „დინამო თბილისიც“ ითამაშებს, რომელიც ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე ჩემპიონთა ლიგიდან გადაერთო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG