Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი ოფიციალურად დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით კენჭისყრას


აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ თანახმაა იყოს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი.

ტრამპის ოფიციალური თანხმობით დასრულდა რესპუბლიკური პარტიის ოთხდღიანი ყრილობა. ფორუმის დასკვნით დღეს, 27 აგვისტოს დონალდ ტრამპმა თანაპარტიელებს თეთრი სახლის ტერიტორიიდან მიმართა და ძირითადად, სამ თემაზე ილაპარაკა - მისი ადმინისტრაციის უდიდეს წარმატებებზე, ამერიკის დიდებულ მომავალსა და საფრთხეზე, რომელსაც ქვეყანას უქმნის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი.

დონალდ ტრამპის გამოსვლას ესწრებოდა 1500-ზე მეტი ადამიანი. მედია ხაზს უსვამს, რომ ბევრი მათგანი დამცავი ნიღბის გარეშე იყო და სოციალურ დისტანციასაც არღვევდა.

დაახლოებით ერთი კვირით ადრე ჩატარდა დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG