Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა უცხოელებისთვის საზღვრებს კეტავს კორონავირუსის აფეთქების გამო


უკრაინის მთავრობამ შეზღუდვები გაამკაცრა და საზღვრები დაკეტა უცხოელებისთვის, რათა შეძლოს ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქების შეკავება.

საზღვრის დაკეტვა, რომელიც ძალაშია 28 აგვისტოსთვის, უკვე იყო დაგეგმილი, მაგრამ ერთი დღით გადაიტანეს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე.

დამატებით, ახლა მოქმედი კარანტინი ორი თვით გახანგრძლივდა და 31 ოქტომბრამდე გასტანს. ქვეყნის ზონებად დაყოფა, საფრთხის დონის მიხედვით, კვლავ ძალაშია.

„ფაქტმა, რომ ბოლო კვირებში შემთხვევათა რიცხვმა იმატა, გადაგვაწყვეტინა, უფრო გადაჭრით გვემოქმედა“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა 27 აგვისტოს.

ქვეყანაში შესვლის უფლება უნარჩუნდებათ მუშაობის უფლების მქონე უცხოელებს, ასევე სატრანზიტო მგზავრებს, ვინც ორ დღეზე ნაკლები დროით რჩებიან ქვეყანაში.

უკრაინაში შეუშვებენ უცხოელ სტუდენტებს და სამხედრო პერსონალს, ასევე უცხოეთის დელეგაციის წევრებს და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს.

28 აგვისტოს უკრაინაში სულ აღნუსხულია 114 500 შემთხვევა და 2450 დაღუპული.

შემთხვევათა 27-28 აგვისტოს მომატებული რაოდენობა უკრაინაში, 2438, ერთი დღე-ღამის ახალი რეკორდია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG