Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 ადამიანი დაიღუპა ნაღმზე აფეთქების შედეგად ავღანეთის სამხრეთში


სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა სატრანსპორტო საშუალების ნაღმზე აფეთქების შედეგად ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში.

ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარში ადანაშაულებს თალიბ მეამბოხეებს.

„როიტერსის“ ცნობით, აფეთქება მოხდა იმ დროს, როდესაც სოფლის მცხოვრებლები ყანდაარის სპინ ბოლდაკის რაიონში ბაზრობაზე მიემგზავრებოდნენ.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ადამიანების სხეულები ნაფლეთებად იქცა და მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

თალიბები აცხადებენ, რომ ისინი გზებს ნაღმავენ უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმისათვის, მაგრამ მათი აფეთქების შედეგად ხშირად იღუპებიან და სახიჩრდებიან მშვიდობიანი ადამიანები.

XS
SM
MD
LG