რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, თანამდებობიდან დაითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ ნანიევი, მას შემდეგ, რაც ცხინვალში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო 28 წლის ცხინვალელი ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამო.
„ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეები, მათ შორის პარლამენტარები, ითხოვენ საქმის სასწრაფო გამოძიებას და მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას.
ცხინვალელი ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს გარდაიცვალა, როდესაც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოში მიჰყავდათ. იგი საპატიმროში იმყოფებოდა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმის ბრალდების გამო.