Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტო-საგზაო შემთხვევაში მოყვა იუნუს-ბეკ ევკუროვის ავტომობილი


იუნუს-ბეკ ევკუროვი
იუნუს-ბეკ ევკუროვი

28 აგვისტოს, საღამოს, მოსკოვის ცენტრში, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, იუნუს-ბეკ ევკუროვის ავტომობილი, რომელიც არ გაჩერდა შუქნიშნის წითელ სიგნალზე, შეეჯახა მწვანეზე მოძრავ ავტომობილს. ავტოავარიის შედეგად, მეორე ავტომობილმა ტროტუარზე წააქცია ქალი, რომელიც ეტლით ასეირნებდა მცირეწლოვან ბავშვს.

ტელეგრამ-არხის, 112-ის, ცნობით ბავშვი, ტვინის შერყევის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსული მედია ასევე იუწყება, რომ შეჯახების შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილის მძღოლმა სცადა ავტომობილის ნომრის მოხსნა. თვითონ ევკუროვი ავტოკატასტროფის დროს უკანა სავარძელზე ოჯდა.

რუსეთის გმირი, იუნუს-ბეკ ევკუროვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ 2019 წელს დაინიშნა, მანამდე ის ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო 2008-2010 წლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG