Accessibility links

ხაბაროვსკში 50-ედ გაიმართა უნებართვო დემონსტრაცია ყოფილი გუბერნატორის, ფურგალის მხარდასაჭერად


საპროტესტო გამოსვლა ხაბაროვსკში, 29 აგვისტო, 2020 წელი

ხაბაროვსკის მცხოვრებლებმა 29 აგვისტოს 50-ედ გამართეს უნებართვო აქცია ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად. ფურგალი საპატიმროში იმყოფება, როგორც ბიზნესმენებზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი.

ქალაქის ცენტრში გაიმართა ერთსაათიანი თავყრილობა, რომელიც ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობით დასრულდა.

გამოცემა DVhab.ru-ს შეფასებით, აქციაში მონაწილეობდა ათასობით ადამიანი, ხოლო ქალაქის მერიის თანახმად, დემონსტრანტთა რიცხვი დაახლოებით 1200 იყო.

ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი ფურგალი, 9 ივლისს დააკავეს და ბრალად წაუყენეს რეგიონულ ბიზნესმენებზე თავდასხმის ორგანიზება.

11 ივლისის მერე, ხაბაროვსკის ოლქში, ასევე სხვა რეგიონებში, მასობრივი გამოსვლები და აქციები იმართება.

დემონსტრანტები მოითხოვენ „სამართლიან სასამართლოს რეგიონში“, ასევე მსაჯულთა ჟიურის.

20 ივლისს ოლქის მმართველის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მიხაილ დეკტიაროვი. მას შემდეგ დემონსტრანტთა მოთხოვნას დაემატა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადადგომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG