Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა გარეთ რასობრივი სამართლიანობისკენ მოწოდებით ვაშინგტონში


ვაშინგტონში, ათასობით ადამიანი შეიკრიბა პროტესტის ნიშნად, პოლიციისა და მართლმსაჯულების რეფორმისკენ მოწოდების მიზნით. შეერთებული შტატების მოქალაქეებს რასობრივი უთანასწორობის პრობლემა აწუხებთ.

28 აგვისტოს ხალხი შეგროვდა ლინკოლნის მემორიალის წინ, სადაც 1963 წლის 28 აგვისტოს, სასულიერო პირმა, მარტინ ლუთერ კინგ-უმცროსმა წარმოთქვა თავისი სიტყვა “I Have A Dream” ("მე მაქვს ოცნება") ვაშინგტონზე ისტორიული მსვლელობის დროს, ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისთვის გაცხარებული მოძრაობის მწვერვალზე.

სამოქალაქო უფლებების აქტივისტებმა და მომხრეებმა საპროტესტო მარშს უწოდეს “Get Your Knee Off Our Necks” ("მოაშორე შენი მუხლი ჩვენი კისრებიდან"). მსვლელობა მიუძღვნეს ჯორჯ ფლოიდს, აფრიკელ-ამერიკელს, რომელიც დაიღუპა მას შემდეგ, რაც თეთრკანიანი პოლიციელი დაკავების დროს მას ყელზე მუხლით დააწვა.

ფლოიდის და სხვა აფრიკელ-ამერიკელების სიკვდილის შემთხვევებმა პოლიციის მხრიდან გამოიწვია „ზაფხული უკმაყოფილებისა“ და ზედაპირზე წამოსწია რასების ურთიერთობის თემა.

მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებს მილიონობით ადამიანი შეუერთდა, თუმცა ზოგიერთ ქალაქში იყო აგრეთვე არეულობები და ძალადობაც, რამაც საპროტესტო გამოსვლები ნოემბრის არჩევნების წინ, პოლიტიკურ პრობლემად აქცია.

მარტინ ლუთერ კინგ III-მ, სამოქალაქო უფლებების აწ გარდაცვლილი სიმბოლოს ვაჟიშვილმა, ხალხს მიმართა. მისი სიტყვებით, „მუხლი აწვება კისერზე დემოკრატიას და ჩვენს სახელმწიფოს თავისუფლების ჟანგბადის გარეშე სიცოცხლე დიდხანს არ შეუძლია“.

XS
SM
MD
LG