Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის მთავარი მომლაპარაკებელი უარყოფს, რომ შიდა-ავღანური მოლაპარაკება მომავალ კვირას დაიწყება


ავღანეთის მთავარი წარმომადგენელი მოლაპარაკებებზე, მოჰამად აბას სთანიქზაი
ავღანეთის მთავარი წარმომადგენელი მოლაპარაკებებზე, მოჰამად აბას სთანიქზაი

აბდულა აბდულამ, ავღანეთის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, 27 აგვისტოს განაცხადა, რომ შიდა-ავღანური მოლაპარაკებები მომავალ კვირას დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თალიბანის, ისე ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები.

თუმცა, თალიბანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამად აბას სთანიქზაიმ, იმავე დღეს, მოგვიანებით, როიტერისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნა, რომ სექტემბრის დამდეგისთვის ავღანეთის მთავრობასთან არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკება არ იგეგმება.

აბდულამ, ავღანეთის ერთიანი მთავრობის ყოფილმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ავღანეთის სამთავრობო გუნდი სრულიად მზად არის თალიბანთან მოლაპარაკებებისთვის.

26 აგვისტოს, თალიბანმა განაცხადა, რომ ჩამოაყალიბა ახალი, 20 წევრიანი განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია თალიბანის წარმომადგენლობაზე როგორც შიდა-ავღანურ მოლაპარაკებებზე, ისე შემდგომ მოლაპარაკებებზეც შეერთებულ შტატებთან.

სთანიქზაიმ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ის სათავეში ჩაუდგება ამ ახალ განყოფილებას, რომლის ამოცანაა ადგილისა და დღის წესრიგის არჩევა შიდა-ავღანური მოლაპარაკებებისთვის, რაც ნაწილია თალიბანსა და ამერიკის დესპანთა შორის ადრინდელი შეთანხმებისა, რომლის მიზანია ავღანეთში ომის დასრულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG