Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ვარშალომიძე წინასაარჩევნოდ საქართველოში ბრუნდება


"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ამავე პარტიის წევრი, ლევან ვარშალომიძე წინასაარჩევნოდ საქართველოში ბრუნდება. მან საკუთარი ფეისბუკგვერდით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს:

"თუ ვინმეს ეგონა, უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდა. მე ახლა ვარ ტრაპზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავსმოხვეული რუსული ოცნება, შევწყვიტოთ ეკონომიკის უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა".

"ნაციონალურ მოძრაობას" აჭარის მაჟორიტარულ ოლქებში ჯერ კანდიდატები არ დაუსახელებია. პარტიაში ჯერ არ ადასტურებენ, რომ ვარშალომიძე ამ ოლქებიდან რომელიმეში მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG