Accessibility links

ახალციხის მუნიციპალიტეტში წიწვოვან ტყეში ხანძარია


ახალციხეში, სოფელ წინუბანთან წიწვოვან ტყეში, მანქანისთვის მიუვალ ნაწილში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი, თავდაპირველად, მთის მახლობლად შენიშნეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძის განმარტებით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უკვე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. სოფელ წინუბანში ამბობენ, რომ ცეცხლი მოპირდაპირე მხრიდან, დაახლოებით 17:30 სთ-ზე შენიშნეს. მათივე განმარტებით, ცეცხლის ჩასაქრობად 4 სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანა და 20-მდე ადგილობრივი წავიდა.

"კონკრეტული ფართობის თქმა ამ ეტაპზე გამიჭირდება, თუმცა ქრობის სამუშაოები უკვე დაწყებულია. საფრთხილოა, რადგან ახლოს არის ნაკრძალის ტერიტორია. ახლა მთავარია, ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდეს", - აცხადებს ზაზა მელიქიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-ის ინფორმაციით, ახალციხის სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ხანძარი. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები. მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG