Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა დაამტკიცა კოალიციური მთავრობა


ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა დაამტკიცა კოალიციური მთავრობა, რითაც ქვეყანაში დასრულდა ერთთვიანი სახელისუფლებო ვაკუუმი.

პარლამენტის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვლავ დაბრუნდა ზორან ზაევი, რომლის სოციალ-დემოკრატიულმა კავშირმა მცირედი უპირატესობით გაიმარჯვა 15 ივლისის საპარლამენტო არჩევნებში.

მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო ხმების მისაღებად მაკედონიელმა სოციალ-დემოკრატებმა (SDSM) და ქვეყნის ყველაზე დიდი, ალბანური უმცირესობის პარტიამ (DUI) „დემოკრატიული კავშირი ინტეგრაციისათვის“, გააფორმეს კოლაციური შეთანხმება, რითაც შეძლეს 62 ხმის მიღება 120-ადგილიან პარლამენტში.

პრემიერ-მინისტრი ზორან ზაევი გადადგა იანვარში.

მანამდე სოციალ-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა, ამ პოსტზე ყოფნის დროს, მეზობელ საბერძნეთთან სახელის შეცვლის თაობაზე მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია. შედეგად, ქვეყანას გზა გაეხსნა ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ.

კოალიციური შეთანხმების თანახმად, ზორან ზაევი 2024 წლისთვის, მანდატის ამოწურვამდე 100 დღით ადრე, პრემიერ-მინისტრის პოსტს გადააბარებს ალბანური უმცირესობის პარტიის, „დემოკრატიული კავშირი ინტეგრაციისათვის“ (DUI) წარმომადგენელს.

ეთნიკური ალბანელები ჩრდილოეთ მაკედონიის 2,1-მილიონიანი მოსახლეობის ერთ მეოთხედს შეადგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG