Accessibility links

რუსეთი სლოვაკეთის სამ დიპლომატს აძევებს, პასუხად სლოვაკეთის მიერ რუსეთის დიპლომატების გაძევებაზე


რუსეთი სლოვაკეთის სამ დიპლომატს აძევებს, პასუხად სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან რუსეთის დიპლომატიური მისიის სამი თანამშრომლის გაძევებაზე. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

31 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს სლოვაკეთის ელჩი პეტრ პრიპუტენი. მას გამოუცხადეს „მკაცრი პროტესტი აგვისტოში რუსეთის საელჩოს სამი დიპლომატიური თანამშრომლის დაუსაბუთებელ გაძევებასთან დაკავშირებით“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში. ელჩს გამოუცხადეს, რომ რუსეთის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციიდან გააძევოს მოსკოვში სლოვაკეთის საელჩოს სამი დიპლომატიური თანამშრომელი, აცხადებს სამინისტრო. სლოვაკი დიპლომატების ვინაობა არ დაუსახელებიათ.

10 აგვისტოს სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი გააძევა. სლოვაკეთის მედიის ცნობით, ისინი ეჭვმიტანილი არიან რუსეთის დაზვერვისთვის მუშაობაში დიპლომატიური საფარის ქვეშ და სხვა ქვეყნის, ნატოს წევრის, ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში.

სლოვაკეთის მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსები ეჭვმიტანილი არიან შარშან გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირში. როგორც იუწყებიან, ეჭვმიტანილმა, რომლის გამოგონილი ვინაობაა რომან დავიდოვი, ვიზა მიიღო სანქტ-პეტერბურგში სლოვაკეთის საკონსულოში და ამ ვიზით შევიდა ევროკავშირში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG