Accessibility links

logo-print logo-print

ვიქტარ ბაბარიკას შტაბმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიას ქმნის


ვიქტარ ბაბარიკა

ბელარუსის პრეზიდენტობის პრეტენდენტის, დაპატიმრებული ვიქტარ ბაბარიკას შტაბმა ორშაბათს გაავრცელა დაურეგისტრირებელი კანდიდატის ვიდეომიმართვა.

ბაბარიკა ლაპარაკობს პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების შესახებ და პარტიის ან მოძრაობის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. მომავალი ორგანიზაციის მიზნებს შორის პოლიტიკოსი და ექს-ბანკირი ასახელებს საკონსტიტუციო რეფორმების გატარებას, ეკონომიკის მუშაობის გაუმჯობესებაზე მუშაობას და ხალხისთვის სამოქალაქო აქტიურობის გამოჩენის შესაძლებლობას. მიმართვა ჩაწერილია ჯერ კიდევ ბაბარიკას დაპატიმრებამდე.

ვიდეომიმართვაში ჩანს ასევე მისი საარჩევნო შტაბის უფროსი მარია კოლესნიკოვა, რომელიც ოპოზიციურ საკოორდინაციო საბჭოში შედის. კოლესნიკოვა იტყობინება პოლიტიკური პარტია „ვმესტეს“ (ერთად) შექმნის შესახებ. მისი თქმით, სარეგისტრაციოდ დოკუმენტებს უახლოეს მომავალში წარადგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG