Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 23 შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1510-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 1 სექტემბერს დილით განახლებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1243.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

1 სექტემბრის დილის 10 საათის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5828 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 232.

31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 330 შემთხვევა, მათგან 4 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 90.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG