Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთავრობო საიტმა განაახლა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი


სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 10-ით გაიზარდა კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 1 სექტემბრის 10:30 საათის მდგომარეობით, სულ გამოჯანმრთელებულია 1253. დაახლოებით ნახევარი საათით ადრე განახლებული მონაცემებით, ეს რიცხვი 1243 იყო და მხოლოდ 3-ით აღემატებოდა წინა დღის მაჩვენებელს. შესაბამისად, ბოლო 24 საათში 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

გასულ 24 საათში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 23 შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1510-მდე გაიზარდა. განახლებული სტატისტიკა გამოქვეყნდა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფეისბუკის გვერდზეც.

1 სექტემბრის 10:30 საათის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6059 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 330 შემთხვევა, მათგან 4 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 90.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG