Accessibility links

site logo site logo

კობახიძე: სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ თავისი პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში


"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე თავისი თანაგუნდელების მსგავსად საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნების შემთხევაში დაპატიმრებას ჰპირდება.

"მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ თავისი პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში და მან კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი, მათ შორის, იმ აღიარებიდან გამომდინარე, რაც მან განგვიცხადა რამდენიმე დღის წინ მის კლიპში", - აცხადებს კობახიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უნდა ენდოს საზოგადოება მათ, როცა სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანაზე საუბრობენ, კობახიძემ ასე უპასუხა:

"ყველაფერს აქვს თავისი კანონზომიერება. ძალიან ხშირად იცდიდა მართლმსაჯულება, მათ შორის, გერმანიაში ფაშისტების მიმართ ხშირად ათწლეულების შემდეგ დადგა განაჩენი. ამ შემთხვევაშიც შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, სამართალი აუცილებლად იზეიმებს".

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს იხდიდა და საქართველოზე საუბრისას აცხადებდა, რომ დაბრუნდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG