Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი "პატრიოტთა ალიანსზე": ერთი ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის დაყენება არასერიოზულია


პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე "პატრიოტთა ალიანსის" არჩევნებიდან მოხსნის საკითხზე საუბარი არასერიოზულია. ვოლსკის ჟურნალისტებმა ინტერნეტგამოცემა "დოსიეს" გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხეს, სადაც საუბარია "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთიდან დაფინანსებაზე.

"მათზე საკმაოდ ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს, მაგრამ ერთი ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია. ამ თემაზე უნდა იყოს სერიოზული მსჯელობა, მოკვლევა და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებებიც", - თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

რუსული ინტერნეტგამოცემა "დოსიეს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსი" წინასაარჩევნოდ რჩევებსა და ფულს კრემლისგან იღებდა. გამოცემა ასახელებს თანხასაც. გამოცემის ცნობით, პარტია მოსკოვისგან 8 მილიონ დოლარს ითხოვდა 2020 წლის არჩევნების დასაფინანსებლად.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ პარტია მართლაც სარგებლობს რუსული საკონსულტაციო კომპანიის სერვისით, ხოლო ფულადი დახმარების რუსეთიდან მიღებას კატეგორიულად უარყოფს.

"დოსიე", ასევე, წერდა იმ თემებზე, რისი გამოყენებაც რუსულმა საკონსულტაციო კომპანიამ "პატრიოტთა ალიანსს" ურჩია: ამომრჩევლების დაპირისპირების გაღვივება, ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება და გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ორიენტირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG