Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მოსამზადებლად შეიკრიბა


საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სექტემბრის დასაწყისში გასამართი ორი ოფიციალური თამაშისთვის მზადებას შეუდგა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი თბილისში შეიკრიბა და, 3 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე ივარჯიშებს, შემდეგ კი ტალინში გაემგზავრება და 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე, უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველ ტურში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეორე მატჩი 8 სექტემბერს გაიმართება თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

საწვრთნელ შეკრებაში პირველები ჩაერთნენ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელები, უცხოეთის კლუბების წევრები კი, სამოგზაურო და საკარანტინო შეზღუდვების გამო, გუნდს დღეს შეუერთდნენ. ვლადიმირ ვაისმა მოახლოებული თამაშებისთვის მოსამზადებლად ოცდახუთ ფეხბურთელს უხმო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG