Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში შექმნილი ვითარების შესახებ ზურაბიშვილმა მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს 


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წერილობით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს. როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, მიმართვის ადრესატები, აგრეთვე, არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

პრეზიდენტი ყველა მათგანს მოუწოდებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ზურაბიშვილი მოსახლეობის საფრთხეებისგან დაცვის წინადადებით გამოდის და აცხადებს, რომ მომავალში აღარ უნდა დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა მუდმივად და სწრაფად უარესდება, სისტემატურად და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს.

პრეზიდენტი მიუთითებს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტების შესახებ და ამატებს, რომ ხშირია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო საპატიმროებში ადამიანების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევები, ასევე, სისტემატურ ხასიათს ატარებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG