Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კენოშაში ჩადის


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის დღეს ჩავა უისკონსინის ქალაქ კენოშაში, სადაც ერთი კვირის წინ შეტაკებები მოხდა პოლიციელის მიერ აფრიკელ-ამერიკელი კაცის მძიმედ დაჭრის შემდეგ.

მიღებული ჭრილობების შედეგად 29 წლის ჯეიკობ ბლეიკი წელს ქვემოთ პარალიზებულია

გამგზავრებამდე დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კენოშაში ის მადლობას გადაუხდის სამართალდამცველებს და ეროვნულ გვარდიას „კარგი სამსახურისათვის“.

მინესოტაში აფრიკელ-ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მოკვლის შემდეგ, პორტლენდი პოლიციის სისასტიკისა და რასიზმის წინააღმდეგ ხშირი პროტესტის ადგილი გახდა.

30 აგვისტოს ერთი ადამიანი მოკლეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებსა და მემარცხენე ფრთის ჯგუფების საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთში, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში.

ამას მოჰყვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც ძალადობაში გადაიზარდა.

უისკონსინის შტატის გუბერნატორმა, ტონი ევერსმა, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართა, რომ ვიზიტი შტატში გადაედო, ან არ ჩასულიყო ქალაქ კენოშაში. „მე შოშფოთებული ვარ, იმით რომ თქვენი ქმედებები აფერხებს ჩვენს მუშაობას, რომ დავძლიოთ ეს პრობელემები და წავიდეთ წინ," - განაცხადა ევრსმა.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა გადაწყვეტილებამ, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ კენოშაში, ძალადობის შეჩერებას ხელი შეუწყო.

უისკონსინი მნიშვნელოვანი შტატია ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ამ შტატში 2016 წელს ტრამპმა მცირე უპირატესობით მოიგო კენჭისყრა და, მიმომხილველთა თანახმად, წელს აუცილებლად დასჭირდება იქ გამარჯვება, რათა შეინარჩუნოს პრეზიდენტის თანამდებობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG