Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციელს, რომელიც მოზარდს საპატრულო მანქანით დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა პოლიციელს, რომელიც საპატრული ავტომობილით მოზარდს დაეჯახა. მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა.

პროკურატურა პატიმრობას მოითხოვდა, მოთხოვნას ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი დაეთანხმა.

ის სასამართლო პროცესის დაწყებამდე აცხადებდა, რომ მოზარდის გარდაცვალების ფაქტი ფარავს ყველაფერს, რომ მათ რაიმე საშეღავათო პირობა მოითხოვონ. ბრალდებულს საამართლო სხდომაზე სიტყვის უფლებით არ უსარგებლია. მან ადვოკატის პოზიცია გაიზიარა. ის თავს დამნაშავედ ცნობს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა ლისის გზაზე: „საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე, 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა“.

საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG