Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, "ნიკორას" 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა


თბილისში, ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია "TV პირველის" ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.

გამყრელიძის თქმით, მაღაზია ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე "ნიკორას" ერთ-ერთი ობიექტია.

გამყრელიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ ინფექცია დაუდასტურდა თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე მდებარე მაღაზიის თანამშრომლებსაც. მას კონკრეტული რიცხვი არ უთქვამს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG