Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად რუსეთსა და საფრანგეთს დაუპირისპირდება


საქართველოს ფუტსალის ნაკრები
საქართველოს ფუტსალის ნაკრები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობაც გაირკვა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი მეორე ჯგუფში ითამაშებს საფრანგეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად, ჯგუფის მეოთხე წევრი კი სომხეთისა და ბულგარეთის წყვილში მოგებული იქნება.

ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე სულ რვა ოთხგუნდიანი ჯგუფი იქნება. 2020 წლის 6 დეკემბრიდან 2021 წლის 14 აპრილამდე თანაჯგუფელები ერთმანეთს ორ-ორჯერ შეხვდებიან შინ და სტუმრად და გათამაშების ცხრილი საერთო ქულების მიხედვით შეივსება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასულთაგან ექვსი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს პირდაპირ მოიპოვებენ, დარჩენილი ორი მეორეადგილოსანი კი 2021 წლის 14-17 ნოემბერს პლეი ოფში იბრძოლებს ბოლო - მეთხუთმეტე - საგზურისთვის. ევროპირველობაზე სულ თექვსმეტი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ჰოლანდიაც, რომელიც, მასპინძლის სტატუსის გამო, შესარჩევ ციკლში მონაწილეობას არ იღებს.

ევროპის ჩემპიონატი ამსტერდამსა და გრონინგენში გაიმართება 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG