Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: თბილისში ორ საკვებ ობიექტში დადასტურდა COVID - 19-ით ინფიცირების შემთხვევა


ამირან გამყრელიძემ მიმოიხილა საქართველოში დღეს, ორ სექტემბერს, დადასტურებული COVID – 19-ით ინფიცირების შემთხვევები. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თქვა, „თბილისში ორ საკვებ ობიექტზე დადასტურდა COVID - 19-ით ინფიცირების შემთხვევა".

„ამ ეტაპზე არ ვასახელებ მათ [ობიექტების] სახელებს, მაგრამ ყველგან უკვე მიღებულია შესაბამისი ზომები. ცვლები იზოლირებულია და გადაყვანილია კარანტინში. მოხდა სრული დეზინფექცია ამ დაწესებულებების. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი გააგრძელებენ ჩვეულებრივად მუშაობას“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

2 სექტემბერს საქართველოში COVID – 19-ით ინფიცირების 38 შემთხვევა დადასტურდა.

სამთავრობო ვებსაიტის StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში სულ კორონავირუსის 1548 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1270 და გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG