Accessibility links

არჩილ თალაკვაძეს კორონავირუსი განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა


არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა,-ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე, აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება.

პარლამენტის პრესამსახურის თანახმად, განმეორებითი ტესტირების შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც.

თალაკვაძე ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში 30 აგვისტოდან მას მერე მოექცა, რაც მისი პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ვირუსის საინკუბაციო პერიოდს საკარანტინო სივრცის ნაცვლად შინ ატარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG