Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: საქართველოდან დისტანციურად მუშაობის სურვილი 200-ზე მეტმა უცხოელმა გამოთქვა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის სურვილი 200-ზე მეტმა უცხოელმა გამოთქვა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"იმუშავე საქართველოდან" - ეს იყო ტურიზმის სააგენტოს ინიციატივა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი სკეპტიკურად უყურებდა... შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენ უკვე 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნებიდან, დაწყებული აშშ-დან დამთავრებული სინგაპურით", - თქვა გახარიამ.

პროგრამა საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა. საქართველო 95 ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს ქვეყანაში ჩამოსვლისა და საკუთარი ხარჯებით კარანტინის გავლის შემდეგ საქართველოდან მინიმუმ 180 დღის განმავლობაში იმუშაონ ყოველგვარი ვიზის გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG