Accessibility links

კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან 4-ის წყაროა დაუდგენელი


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 4-ის წყარო კი უცნობი და მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს მოძიებისა და კონტაქტების დადგენის თვალსაზრისით.

რაც შეეხება დანარჩენებს, მათგან მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 8 პაციენტი დადასტურებულ პირთან კონტაქტებია, 7კი შემოტანილი შემთხვევაა და მათ შორის 4 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისათვის საქართველოს კოვიდცენტრებში ვირუსის დადასტურებული შემთხვევით სულ 262 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 16 მძიმე, უმრავლესობა კი საშუალო სიმძიმის. მარინა ეზუგბაიას თანახმად, მსუბუქი მიმდინარეობა დაავადებულთა მცირე ნაწილში აღინიშნება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 20-ით გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1568 შეადგინა.

9-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა. ამ დროისათვის მათი რიცხვი 1279-ია, გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG