Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა სასტუმროებს სესხის პროცენტის ნაწილს 12 თვე გადაუხდის


მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროებს, რომელთაც სესხი აქვთ აღებული, სესხის პროცენტის ნაწილი ერთი წლით დაუფინანსდებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

სესხის სუბსიდირების პროგრამა დაახლოებით 5 თვეა, რაც ხორციელდება და სასტუმროებს ამ შეთავაზებით სარგებლობა 6 თვის ვადაში შეეძლოთ. ახლა ეს ვადა 12 თვემდე იზრდება.

"ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, სექტორს დავუდგეთ გვერდით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილად, მაგრამ ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევენ, ტურიზმის სექტორი ჯერ კიდევ წნეხის ქვეშ არის, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ სექტორს მივეხმაროთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გეგმის მიხედვით, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, სახელმწიფო 12 თვის განმავლობაში სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე სესხის პროცენტის 80 პროცენტის სუბსიდირებით დაეხმარება.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მათ, ვინც უკვე მონაწილეობდნენ ამ პროგრამაში მარტივად გააგრძელებენ სესხის პროცენტის სუბსიდიის მიღება, დანარჩენებმა კი სპეციალური პროცედურები უნდა გაიარონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG