Accessibility links

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა საერთაშორისო სასამართლოს ავღანეთში ჩადენილი ომის დანაშაულის გამოძიების გამო


ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს და მისი ერთ-ერთ მთავარ მრჩეველს ავღანეთში სავარაუდოდ ჩადენილი ომის დანაშაულთან კავშირში ამერიკელების საქმის გამოძიების გაგრძელების გამო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უწოდა "მთლიანად დაშლილი და კორუმპირებული ინსტიტუტი". პომპეოს თქმით, აშშ არ შეეგუება სასამართლოს მცდელობას, თავის იურისდიქციას დაუქვემდებაროს ამერიკელები.

პომპეომ მთავარი პროკურორის, ფატუ ბენსუდასა და მართლმსაჯულების უწყების ხელმძღვანელს, ფაკისო მოჩოჩოკოს მიმართ სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა პრესკონფერენციაზე სახელმწიფო დეპარტამენტში. სანქციები გულისხმობს ამ პირების აქტივების გაყინვას აშშ-ში, ან აშშ-ის კანონს დაქემდებარებულ ინსტიტუტებში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მარტში მისცა ბენსუდას უფლება, გამოიძიონ, იქნა თუ არა ჩადენილი ავღანეთში ომის დანაშაული თალიბანის, ავღანეთის არმიის და აშშ-ის სამხედროთა მიერ. პომპეომ განაცხადა, რომ ვინც ბენსუდას და მოჩოჩოკოს „მატერიალურ დახმარებას“ გაუწევს ამერიკელთა საქმეების გამოძიებისას, მათაც დააჯარიმებს აშშ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელსაც აშშ არასოდეს შეერთებია, აცხადებს, რომ ის თავისი თანამშრომლების მხარესაა, ასრულებს თავის მიისას და გმობს სანქციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG