Accessibility links

ყაზახეთის ოფიციალურ პირებს, მათი ოჯახის წევრებს აეკრძალებათ უცხოეთში საბანკო ანგარიშების ქონა


ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომარტ ტოყევი

ყაზახეთის ფინანსთა მინისტრმა გამოაცხადა, რომ მთავრობის ოფიციალურ პირებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალებათ საბანკო ანგარიშების ქონა უცხოეთში.

მინისტრის განცხადების ფონია საზოგადოებაში იმედგაცრუება კორუფციის გამო, რომელსაც ახლავს არაერთი სკანდალი, როცა გამოვლინდა მათი აუხსნელი სიმდიდრის ქონა უცხოეთში.

ფინანსთა მინისტრმა, ერულან ჟამაუბაევმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ნაწილია სამინისტროს გეგმისა, შეებრძოლოს ჩრდილოვან ეკონომიკას და განავითაროს საფინანსო რეგულაციები.

მისი განცხადება მოჰყვა პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოყაევის მიმართავს ერისადმი, როცა მან თქვა, რომ საჭიროა მთავრობის ოფიციალურ პირებს, კანონმდებლებს და მოსამართლეებს აეკრძალოთ საბანკო ანგარიშები უცხოეთში, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორუფცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG