Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსახიობმა მიხაილ ეფრემოვმა აღიარა ტრაგიკული ავარიისათვის წაყენებული ბრალდება


ადამიანის გაუფრთხილებელი მკვლელობისთვის ბრალდებულმა რუსმა მსახიობმა, მიხაილ ეფრემოვმა, მოსკოვის პრესნის სასამართლოზე განაცხადა, რომ აღიარებს წაყენებულ ბრალდებას ტრაგიკული ავარიისათვისთვის, რასაც კურიერი, სერგეი ზახაროვი შეეწირა.

"თქვენო ღირსებავ, მინდა გავაკეთო განცხადება. მე რამდენიმე ღამე არ მეძინა, მე გადავწყვიტე, რომ ვაღიარებ დანაშაულს“, - განაცხადა ეფრემოვმა პროცესზე, ვიდრე მხარეების კამათი დაიწყებოდა.

„მედუზის“ კორესპონდენტის ცნობით ამ შემდეგ, ეფრემოვისათვის ხმის უფლება აღარ მიუციათ.

მანამდე 5 აგვისტოს, ცნობილმა რუსმა მსახიობმა, სასამართლო პროცესზე ბრალი არ აღიარა და განაცხადა, რომ „არაფერი არ ახსოვს“.

3 სექტემბრის პროცესზე პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ეფრემოვის დანაშაული დამტკიცებულია და მოითხოვა სასამართლოსათვის 11 წლით პატიმრობა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

სახელმწიფო ბრლამდებელი მიიჩნევს, რომ რაკი ეფრემოვმა არ მოინანია და არ აღიარა დანაშაული ტრაგიკული ავარიისათვის, არც არსებობს საფუძველი მსახიობის დანაშაულის შემსუბუქებისთვის.

8 ივნისს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ეფრემოვმა, მოსკოვში, გზის გამყოფი ხაზი გადაკვეთა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ ავტომანქანას დაეჯახა.

ავარიისას მსახიობი არ დაშავებულა, მაგრამ მეორე ავტომანქანაში მჯდომი 57 წლის სერგეი ზახაროვი ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა საავადმყოფოში.

პროკურატურის ცნობით, მიხაილ ეფრემოვი ტრაგიკული საგზაო ინციდენტის დროს არა მხოლოდ ალკოჰოლის, არამედ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

იგი ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG