Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სწავლა, როგორც გამოსავალი


ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სწავლა გამოსავალია,

მაგრამ აქამდე მე ამის საშუალება არ მომცემია.

ყოველთვის ვიცოდი, რომ სწავლის გარეშე ტყუილად ვიცხოვრებდი, საზოგადოების ნაწილი ვერ გავხდებოდი.

სწავლა, როგორც გამოსავალი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:37 0:00
გადმოწერა

მაგრამ სწავლას არ ვუყურებდი როგორც მხოლოდ გამოსავალს - წერის, კითხვის, მსჯელობის, გააზრების პროცესი სულ მსიამოვნებდა და ახლაც მსიამოვნებს.

ტრანსთემს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, რატომ ვძულდით ხალხს. და დიდი ხნის განმავლობაში მჯეროდა, რომ ეს ტრანსფობიის ბრალი იყო. მერე დავფიქრდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ არავინ შეგიძულებს, თუ ზრდილობიანი ხარ, განათლებული, სასიამოვნოდ მოსაუბრე.

ასე ადვილად ვერ მოგაყენებენ შეურაცხყოფას, თუ შემდგარი პიროვნება ხარ, თუ საზოგადოების სრულფასოვანი, მოაზროვნე წევრი ხარ - ქმნი, ცვლი, უმოქმედო არ ხარ, სასარგებლო საქმეს აკეთებ.

თუ იმის პრეტენზია გაქვს, რომ ამ საზოგადოების თანასწორი წევრი ხარ, მაშინ მართლა სხვების მსგავსად უნდა იშრომო და ისწავლო. თუ ეს არ გინდა, არ ცდილობ და არ ირჯები, არ სწავლობ და არ ასწავლი, არ ეხმარები და არ გასცემ, მაშინ პრობლემა შენშია და არა საზოგადოებაში.

თუ არაფერს აკეთებ და მაინც ითხოვ თანასწორობას, გამოდის, პროვილეგიას ითხოვ.

მე კი პრივილეგიით ისევე ვერ ვიქნები კმაყოფილი და ბედნიერი, როგორც დღეს ვერ ვარ კმაყოფილი ჩემი შეზღუდული უფლებებით.

მინდა ბევრ ადამიანს დავანახვო, რომ მე ტრანსგენდერი ქალი ვარ, მაგრამ ჩემი გენდერი და ორიენტაცია განვითარებაში ხელს არ მიშლის. მეც ისევე შემიძლია სწავლა, როგორც სხვას.

იმისთვის, რომ ამას მივაღწიო, მაგალითებია საჭირო.

და ასეთი ბევრი მაგალითი არსებობს ევროპაში. იქ საზოგადოებამ მისცა ტრანსთემს საშუალება ესწავლათ და ემუშავათ.

სულ მეფიქრება, როცა ქვეყანაში ომია, ყველა თვითგადარჩენაზე ფიქრობს და არაფერი ვითარდება.

აქაც ასეა: ჩვენ სულ საზოგადოებასთან ომში ვართ და განვითარებისა და წინსვლისთვის დრო არ გვრჩება.

მაგრამ მჯერა, ტრანსგენდერ ქალებსაც შეგვეძლო სწავლა და სექსმუშაკის პროფესიაზე უარის თქმა. უბრალოდ, საზოგადოება მათ ამ გზას მუდმივად უკეტავდა.

იმაზეც მეფიქრება, სწავლაში რამხელა სიკეთე დევს და რამდენი ნიჭიერი ქალი დაკარგა სამყარომ მაშინ, როცა მათ სწავლის უფლება არ ჰქონდათ.

ქალებს რომ საკუთარი უფლებებისთვის არ ებრძოლათ, წარმოგიდგენიათ, რამდენი წარმატებული არქიტექტორი ქალი არ გვეყოლებოდა, რამდენი მეცნიერი, ექიმი, მასწავლებელი, პოლიტიკოსი, მძღოლი, იურისტი, რამხელა ძალა დაიკარგებოდა?!

ამასვე გეტყვით ტრანსადამიანებზეც.

ჩვენც შეგვიძლია გაჩვენოთ საკუთარი შესაძლებლობები. მთავარია, კარი არ მოგვიხუროთ.

XS
SM
MD
LG