Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი ოფიციალურად დაასახელეს პრეზიდენტობის კანდიდატად


ტაჯიკეთის მმართველმა სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ ოფიციალურად დაასახელა ქვეყნის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი პრეზიდენტობის კანდიდატად.

67 წლის რაჰმონი, რომელიც ტაჯიკეთს ერთპიროვნულად მართავს 28 წლის განმავლობაში, მმართველი პარტიის კონგრესს არ დასწრებია, რადგან 3 სექტემბერს იგი მონაწილეობას ღებულობდა ეროვნული გვარდიის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.

რაჰმონის კანდიდატურის საარჩევნო კომისიის მიერ დარეგისტრირების შემდეგ, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი შეუერთდება იმ ხუთეულს, რომლებიც აპირებს მონაწილეობის მიღებას 11 ოქტომბრის არჩევნებში.

3 სექტემბერამდე ტაჯიკეთში არსებობდა მოსაზრება, რომ ემომალი რაჰმონი, რომელიც 1992 წლიდან მართავს ქვეყნას, უარს იტყოდა კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობზე და ადგილს დაუთმობდა მის შვილს, დუშანბეს მერს, რუსტამ ემომალის.

ტაჯიკეთში პრეზიდენტს 7 წლის ვადით ირჩევენ.

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ტაჯიკეთში 2013 წელს გაიმართა.

მასში ხმების 84%-ით გამარჯვება მოიპოვა ემომალი რაჰმონმა.

ტაჯიკეთში მანამდე ჩატარებული არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით არ ყოფილა არც თავისუფალი და არც სამართლიანი.

XS
SM
MD
LG