Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელს მოუწოდებენ უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე ალექსეი ნავალნის მოწამვლის პასუხად


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აწყდება მზარდ ზეწოლას, რათა ბერლინმა გაამკაცროს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რუსეთში მოწამლეს სამხედრო კლასის ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური აგენტით, რომელიც საბჭოთა კავშირში შექმნილ და რუსეთში განვითარებულ, „ნოვიჩოკის“ ჯგუფს განეკუთვნება.

გერმანელი პოლიტიკოსები და მედია მოუწოდებენ ანგელა მერკელს, რომ უარი თქვას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“- ის პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ბალტიის ზღვის გავლით რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდებას გერმანიისათვის.

„დიპლომატიური რიტუალები უკვე აღარ არის საკმარისი. ნავალნის მოწამვლის შემდეგ, ჩვენ გვჭირდება ისეთი მტკიცე ევროპული პასუხი, რომლისაც პუტინს ესმის: ევროკავშირმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება“, - განაცხადა ნორბერტ როეტგენმა, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის მომავალი ლიდერი იქნება.

გასულ კვირაში ანგელმა მერკელმა უარყო იდეა, რომ ნავალნის მოწამვლა დაეკავშირებინათ გაზსადენს „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის პროექტთან , რამაც აღაშფოთა აშშ-ი და რამდენიმე ევროპული პარტნიორი.

წინა დღით გერმანიის შეიარაღებული ძალების სპეციალიზებულ ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს სამხედრო კლასის ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური აგენტით, რომელიც საბჭოთა კავშირში შექმნილ და რუსეთში განვითარებულ, „ნოვიჩოკის“ ჯგუფს განეკუთვნება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში მთლიანად დაგმო რუსი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება.

ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლაიენმაი ნავალნის მოწამვლას უწოდა „საზიზღარი და მხდალი“ ქმედებას.

გერმანიის ხელისუფლებამ დაგმო ცნობილი რუსი ოპოზიციონერის მოწამვლა და მოითხოვა რუსეთის ხელისუფლებისგან მომხდარზე განმარტების გაკეთება.

რუსეთი უარყოფს ნავალნის მოწამვლას. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არ არსებობს რუსეთის დადანაშაულების საფუძველი და ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტი არ აპირებს არც სპეციალური განცხადების გაკეთებას და არც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან საუბრის გამართვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG